სამართალი
მკოიანებს ახალქალაქში ბრალი წარედგინათ
ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ ბრალი ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახის წევრებსაც წარუდგინა.

5 ბრალდებულს შორის არიან ენზელ მკოიანის შვილი - კარაპეტ მკოიანი, ძმა - მარტუმ მკოიანი და ძმის შვილი - ედუარდ მკოიანი.

ხუთივე პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.

ბრალდებულებმა პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვეს. ისინი წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ და აცხადებენ, რომ საქმეში მოწმეთა ცრუ ჩვენებებიც დევს.
| Print |