სამართალი
საავადმყოფოდან გაწერილი დაშავებულები და გირაოშეფარდებული თავდამსხმელები
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 5 პირის ბრალეულობის შესახებ იმსჯელა.

3 – 3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა აღმკვეთ ღონისძიებად ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმას მარტუნ მკოიანს და ნინოწმინდის სასპორტო სკოლის დირექტორს ანდრანიკ კარსლიანს.

პროკურატურის მოთხოვნისა და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ბრალს ნაწილობრივ აღიარებს დეპუტატის შვილი კარაპეტ მკოიანი და აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს მისი პროვოცირება მოხდა.

ახალქალაქის ინციდენტის დროს მომხდარში თავს დამნაშავედ ცნობენ ედუარდ მკოიანი და არარატ ამბარიანი.

სასამართლო პროცესის პარალელურად, 5 ნოემბერს, თბილისის ტრავმატოლოგიური კლინიკიდან გაწერეს ოთხივე დაშავებული.

თავდასხმა ახალქალაქის გაერთიანებული ოპოზიციის ოფისზე 30 ოქტომბერს მოხდა, სადაც 4 მათგანი დაშავდა.

სახის ძვლის მოტეხილობებისა და სხვა დაზიანებების გამო აბრამ აბრაამიანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

საკუთარი სურვილით თბილისში გადაიყვანეს დანარჩენი სამი დაზარალებულიც.

| Print |