სამართალი
სოფელ აწყურთან ავტოკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
თბილისი-ახალციხის გზაზე, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომბილი შეეჯახა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

| Print |