სამართალი
არასრულწლოვნებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დააკავეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე ჰ.მ. ახალციხეში დააკავეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში, ქალაქ ახალციხეში მცხოვრები, 1981 წელს დაბადებული მამაკაცი, 7 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა, რომელიც სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას და ვიდეომადალას შსს ავრცელებს.

| Print |