სამართალი
აშოტ რაისიანისა და მიშა აგაბაბიანის სასამართლო სხდომა გადაიდო
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"–ს აქტივისტის აშოტ რაისიანის და მიშა აგაბაბიანის სასამართლო სხდომა მხარის გამოუცხადებლობის გამო 7 დეკემბრამდე გადაიდო.

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“–ს ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელს აშოტ რაისიანს და აქტივისტს მიშა აგაბაბიანს ადმინისტრაციული კოდექსის 166–ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ედება ბრალი.

საქმის მასალების მიხედვით, 30 ოქტომბრის ღამით, ორივე მათგანმა პლაკატები ჩამოხია და ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს შეურაცხყოფა მიაყენა.

166–ე მუხლი 500–დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ფულადი ჯარიმის გარდა თუ მომხდარიდან გამომდინარე თუ სასჯელი საკმარისად არ ჩაითვლება, შეიძლება 15 დღიან პატიმრობამდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს ჩხუბი გაერთიანებული ოპოზიციისა და პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის ნათესავებს შორის დაიწყო.

ჩხუბის შედეგად ოპოზიციის 4 აქტივისტი საავადმყოფოში მოხვდა, მომხდარ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

მკოიანის განმარტებით, ჩხუბი წინადღით ოპოზიციის აქტივისტთა პროვოკაციის საფუძველზე დაიწყო.

| Print |