სამართალი
ბაკურიანში, 25 წლის მამაკაცი ტრაგიკულად დაიღუპა
ბა­კუ­რი­ან­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას 25 წლის თორ­ნი­კე ინა­ტაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ინა­ტაშ­ვი­ლი იქ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გაყ­ვა­ნა­ზე მუ­შა­ობ­და, რა დრო­საც ერთ-ერთი შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა 26 ნოემბერს მოხ­და.

,,თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბით ბა­კუ­რი­ან­ში იყო ჩა­სუ­ლი. წარ­მო­შო­ბით რა­ჭი­დან არის, იქ გა­და­ას­ვე­ნეს მისი ცხე­და­რიც" – განმარტავენ გარდაცვლილის ახლობლები.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.
| Print |