სამართალი
ბორჯომში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში მსხვერპლით დასრულდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბორჯომის შემოსასვლელში, ვაშლოვანის დასახლებასთან მოხდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა ღობეს შეეჯახა. ავტომობილში ოთხი ადამიანი იჯდა, ერთი მათგანი გარდაცვლილია, სამი კი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ორი კაცი და ერთი ქალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, ამ დროისთვის სამივე დაშავებულს კვლევები უტარდება.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
| Print |