სამართალი
პოლიცია ფოკაში, თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ვიდეომასალას ავრცელებს
შსს-ს თანამშრომლებმა სოფელ ფოკაში მომხდარი, 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1986 წელს დაბადებულმა გ.მ., წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი - ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

პოლიციამ გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს, 3 დეკემბერს, სახლი და ავტომობილები დაუწვეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და დაშავებული არავინ არ არის.

,,გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, რომლის სახლი, სათავსო და ოჯახის კუთვნილი ავტომობილები მოკლულის თანასოფლელებმა და ახლობლებმა ღამე გადაწვეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ გუშინვე უზრუნველყო დაკავებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება. მისი ოჯახის წევრებიდან დაშავებული არავინ არ არის", -აცხადებენ უწყებაში.

| Print |