სამართალი
სასამართლომ ფოკაში, კლასელის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის არსებითი განხილვა 24 იანვარს ჩაინიშნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, სოფელ ფოკაში შურისძიების მოტივით, გ.მ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდას ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ამის შემდეგ, თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულის სახლები და მანქანები დაწვეს.

| Print |