სამართალი
ფოკაში მოკლულ ხაჟაკ ტოროსიანს დღეს დაკრძალავენ
შსს–ს ინფორმაციით, სოფელ ფოკაში, მოსახლეობის მიერ გადამწვარ სახლებთან და მკვლელობის ადგილთან ამ დრომდე რჩება სამართალდამცავთა

ნაწილი, სხვა დამატებითი საპოლიციო ძალა და სპეცდანიშნულების რაზმი სოფელში მობილიზებული არ არის.

"ყველა დაპირისპირების ინიციატორი გალუსტ მკრტიჩიანი იყო. მოსახლეობა ძალიან გამწარდა, იმიტომ რომ მან ჩემი უდანაშაულო შვილი მოკლა და ამიტომ გადაუწვეს ქონება. იმედი გვაქვს სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოუტანს, სხვა შემთხვევაში მოსახლეობა ისევ ფეხზე დადგება,"- აცხადებს მოკლულის მამა, ვაღარშაკ ტოროსიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, სოფელ ფოკაში შურისძიების მოტივით, გალუსტ მკრტიჩიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდას ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2018 წლის 3 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ამის შემდეგ, თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულის სახლები და მანქანები დაწვეს.
| Print |