სამართალი
,,ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა" – თეთრი ხმაური
,,თეთრი ხმაურის მოძრაობა" საგანგაშო ინფორმაციას

ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მიღებისგან.

,,დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან"
, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ,,თეთრი ხმაურის მოძრაობა ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ექიმმა ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემაც და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
| Print |