სამართალი
ახალციხის პროკურატურამ ძალადობის კვირეულის აღნიშვნა დაიწყო
ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრაზე ბულინგისა და კიბერდანაშაულის სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ მხარეზე იმსჯელეს.

პროკურატურამ მონაწილეებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინაციის ახლადშექმნილი სამსახურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ძალადობის კვირეულის ფარგლებში შეხვედრა ბიბლიოთეკასა და საჯარო სკოლებში გაგრძელდება.

| Print |