სამართალი
კიბერდანაშაული მოზარდებში
,,ძალიან ავნერვიულდი, თავიდან ამას საერთოდ არ მოველოდი. რაღაც პოსტები დამხვდა ჩემს ნიუს ფიდზე. იმ დღესვე ვერა, მაგრამ ერთი თვე ვწვალობდი, რომ ჩემი გვერდი დამებრუნებინა“ – კიბერბულინგის მსხვერპლი,

მეორე საჯარო სკოლის მოსწალე მარიამ აბრამიშვილი ერთი წლის წინ გახდა. მისთვის გასაკვირია თუ ვინ ან რატომ გაუტეხა სოცოალური გვერდი. მარიამი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება ერთ–ერთმა ჰაკერულმა გვერდმა გააკეთა. როგორც თავად იხსენებს, ხშირია მსგავსი შემთხვევები, როდესაც სკოლის მოსწავლე ბულინგის მსხვერპლი ხდება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში საჭირო რეგირება არ ხდება.

,,ამიტომ, ჩვენთვის მოსწავლეებისთვის აუცილებელია ვინმემ საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდოს, რათა თავის დაცვა ყველამ შევძლოთ“ - აცხადებს მარი აბრამიშვილი. 

კიბერბულინგის პრობლემების შესახებ მეექვსე საჯარო სკოლის მე–10 კლასის მოსწავლე მარი კაპანაძე საუბრობს. სოციალური გვერდის გამოყენებას ყოველთვის სიფრთხილით ეკიდება, რადან ფიქრობს, რომ კიბერბულინგისგან არავინ ვართ დაზღვეულნი. მარიამი ფიქრობს, რომ ამ კუთხით ისევე როგორც ყველა სხვა ახალგაზრდა თავადაც დაუცველია.


ახალციხის ცენტრალურ ბიბილიოთეკლაში, ამერიკის კუთხეში ბულინგის კვირეული ფარგლებში შეხვედრა ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებტან გაიმარტა~. შეხვედრაში მონაწილეობა ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე ღებულობს სკოლიდან დაახლოებით 10-12 კაცი.



კვირეული ფარგლებში მხოლოდ მეორე საჯარო სკოლაა გათვალისწინებული. ,,თუ დრო გვეყო შეიძლება სხვა სკოლასაც ვესტუმროთ“–ეს პროგრამიტაა გათვალისწინებული. პროგრამა დაახლოებით 100 ბავშვამდე მოიცავს.

ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართა. შეხვედრაზე ბულინგისა და კიბერდანაშაულის სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ მხარეზე იმსჯელეს. პროკურატურამ მონაწილეებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინაციის ახლადშექმნილი სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ძალადობის კვირეულის ფარგლებში შეხვედრა მეორე საჯარო სკოლაში გაგრძელდება.

ბულინგისა და კიბერდანაშაულის ფლიქოლოგიურ მხარეზე მოწმისა და დაზარებულის კოორდინატორმა მარიამ მიქუტიშვილმა ისაუბრა. სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია ბულინგის ძირითადი შინაარსისა და სახეების შესახებ მიაწოდა.



ბულინგის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია თავად ბულინგის იდენტიფიცირების სირთულესთან სკოლებში.

განათლების ნაციონალური ცენტრის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია.

| Print |