სამართალი
გაზის გაჟონვით 7 გარდაცვლილიდან ერთი ასპინძელია
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდი ადამიანიდან, ერთი დაბა ასპინძის მკვიდრია.

ახალგაზრდა მამაკაცი ნ.კ. დედაქალაქში ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა და მშენებლობაზე მუშაობდა. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა - C0-მ გამოიწვია. 

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის" განცხადებით, გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. 

უბედური შემთხვევა 31 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.

გარდაცვლილებიდან ორი ძმა, ორი - მამა-შვილი, დანარჩენი სამი კი სხვადასხვა ოჯახის წევრია.
| Print |