სამართალი
8 გარდაცვლილი და 15 დაშავებული – CO-ს გაჟონვის შედეგები სამცხე–ჯავახეთში
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილ ნიკა კაპანაძეს ასპინძაში, ხუთშაბათს, 7 თებერვალს დაკრძალავენ.

ამავე შემთხვევას ემსხვერპლნენ მისი ნათესავები ვახო და ჯონდო ყაზიშვილები და ბათო და დავით სუთიძეები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

რაც შეეხება 2019 წელს, ახალციხეში, იანვრის თვეში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც სამი ადამიანი დაშავდა.
აქვე გთავაზობთ სტატისტიკას სამცხე–ჯავახეთში დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ.

შსს–ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 2014–2018 წლებში ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვის შედეგად სამცხე–ჯავახეთში გარდაიცვალა 8 და დაშავდა 12 პირი.

2014 წლიდან დღემდე შსს–ს მონაცემების მიხედვით გარდაცვლილია 8 და დაშავებულია 15 პირი.

2014 წლის ახალქალაქში გარდაიცვალა 2, ხოლო ნინოწმინდაში დაშავდა 2 პირი.

2015 წელს ახალციხეში დაშავდა 4, ხოლო ახალქალაქში 1 პირი.

2016 წელს ახალქალაქში გარდაიცვალა 4, ხოლო ახალციხეში 2 პირი. ასევე ახალციხეში დაშავდა 1 პირი.

2017 წელს ახალქალაქში დაშავდა 2 პირი.

2018 წელს ნინოწმინდაში დაშავდა 2 პირი.

მონაცემები შედგენილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესული შეტყობინების მიხედვით.
| Print |