პოლიტიკა
ახალციხის საკრებულომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა
ყოფილი თანამშრომლების ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიღო, ახალციხის საკრებულომ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

თვითმმართველობამ საკასაციო საჩივარი 31 იანვარს შეიტანა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა წამოებაში სარჩელს უზენაესი სასამართლო. თვითმმართველობის ინტერესებს ბოლო ინსტანციაშიც დაქირავებული ადვოკატი, პაატა კიკვიძე დაიცავს.

ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სამსახურში ადგენის და განაცდურის ანაზღაურების გადაწყვეტილება ჯერ ახალციხის და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მიიღო. საკრებულოს ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან 2017 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.
| Print |