სამართალი
კარწახისა და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტებიდან საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი“ და "კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების ხელბარგში 500 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ნახეს.
6-7 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების კ.ჰ-ს, ნ.პ-ს, ჰ.ს-ს, ზ.გ-სა და ს.ბ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 32 989.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 508.59 გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 32 989.26 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
| Print |