Error
სამართალი
ახალციხეში მაღაზია ''ბეკო'' გაქურდეს
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 11 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.

მაღაზიის მეპატრონის თქმით, წაღებულია წვრილი ტექნიკა.შემთხვევის ადგილზე დილიდან სამართალდამცველები მუშაობენ.

,, უკანა ფანჯარა ჩაამტვრიეს და იქიდან შემოვიდნენ. ფული წაღებული არ არის. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ დაგვითვლია'',- აცხადებს მაღაზიის მეპატრონე გელა ჭალიძე.



შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
"დანაშაულის ჩამდენი პირის ან პირების დადგენის მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს", - ამბობენ ძალოვან უწყებაში.
| Print |