სამართალი
სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
სახანძრო-სამაშველო სამსახურს რეგიონში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პოსტზე გიორგი აბრამაშვილი დაინიშნა.

გიორგი აბრამაშვილი 2015 წლიდან ამ დრომდე კერძო სექტორში მუშაობდა. მანამდე კი ბორჯომის სუს-ის უფროსის პოზიცია ეკავა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ყოფილმა უფროსმა ილია თავთეთრიშვილმა პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე, 13 თებერვალს დატოვა.

უწყებაში ამბობენ, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურში სხვა საკადრო ცვლილება არ იგეგმება.
| Print |