სამართალი
სამგზავრო მიკროავტობუსი ნაშალი მასალის ქვეშ მოჰყვა
ახალციხე-ახალქალაქის გზაზე, სამგზავრო მიკროავტობუსი მთიდან ჩამოშლილი მასალის ქვეშ მოჰყვა.

ფორდის მარკის სამარშრუტო ტაქსს მოქალაქეები გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად, ერთი მგზავრი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მგზავრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მთიდან დიდი ლოდი ჩამოვარდა და სამარშუტო ტაქსს კარებზე მოხვდა. გარშემო სისხლიანი იყო ყველაფერი", - ამბობს თვითმხილველი. 

გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |