სამართალი
მიკროავტობუსი მსუბუქ მანქანას შეეჯახა
ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ფორდ ტრანზიტისა და ოპელ ვექტრას მარკის ავტომანქანები ერთმანეთს სოფელ ჯიგრაშენის გადასახვევთან შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა, დღეს 26 თებერვალს, დაახლოებით 18 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
| Print |