სამართალი
შოთა რიჟამაძემ ოლქის პროკურორის თანამდებობა დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად ოლქის პროკურორი გადაიყვანეს. პირველი პროკურორის პოზიცია სამცხე-ჯავახეთში ვაკანტურია.

შოთა რიჟამაძე სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორის პოზიციაზე 2018 წლის თებერვლიდან მუშაობდა.

შოთა რიჟამაძე 1984 წელს დაიბადა. 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2016 წლის 19 თებერვლიდან ორი წლის განმავლობაში ეკავა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანამდებობა.

2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2009-2014 წლებში მუშაობდა: ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად;

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორად;

ბათუმის რაიონულ პროკურორად;

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად;

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად;

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

2007 წელს შოთა რიჟამაძემ კარიერა დაიწყო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სპეციალისტად.

2007-2008 წლებში სტაჟირება გაიარა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურაში.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

| Print |