სამართალი
ნინოწმინდაში 84 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში 1934 წელს დაბადებული მამაკაცი საკუთარ სახლში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახისთვის უცნობია.

სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებმა შეატყობინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვოთმკვლწლობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |