სამართალი
სუს–ის მიერ მხილებულ პირებს სასამართლომ, აღკვეთის სახით, გირაო შეუფარდა
ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოტყუებით

მითვისების ფაქტის გამო მოქალაქე ოთარ ყ-ს სასამართლოს გადაწყვეტილებით 4 000 ლარის გირაო შეეფარდა,
ახალციხის მერის ყოფილ მოადგილეს ზაზა გ-სა და ქონების მართვის სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს მამუკა პ-ს 2 000 - 2 000 ლარი,
ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს სამველ ო-სა და ახალციხის მერიის ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტს გელა მ-ს – 1 000 - 1 000 ლარი;

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.

ამავე კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. შედეგად, ოთარ ყ-მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა.
| Print |