სამართალი
ოჯახში ძალადობისთვის სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ახალდაბასა და ახალქალაქში ცოლზე ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, 1967 წელს დაბადებულმა რ.ფ-მ, ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში ყოფილი მეუღლეს - ზ.შ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული მ.ი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1967 წელს დაბადებულ შ. კ.-ს.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |