სამართალი
ავარიას 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, ორი მძიმედ დაშავდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ,,მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევა 28 მარტს, დაახლოებით 20 საათისთვის მოხდა.

სოფელ ტყემლანის მკვიდრი 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მ.კ ადგილზე გარდაიცვალა. 

შსს–მ საქმეზე ძიება 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |