სამართალი
სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ეყოლება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოში საკადრო ცვლილებებია. „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა.
გიორგი კონცელიძეს მიხეილ კალაძე ჩაანაცვლებს, რომელსაც 2017 წლის ივნისიდან ამ დრომდე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.

გიორგი კონცელიძეს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წელს, კონკურსის წესით დაინიშნა. 

საკადრო ცვლილებების შესახებ, უწყებისგან ოფიციალურ ინფორმაციას, ამ დრომდე ველით.
| Print |