სამართალი
ახალციხეში საეჭვო ვითარებაში დაკრძალული ქალის სიკვდილის მიზეზი ცნობილია
შსს-მ გარდაცვალებიდან მეორე დღეს დასაფლავებული ქალის გარდაცვალების მიზეზი დაადგინა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალციხის მკვიდრი, რომლის სიკვდილიც და დაკრძალვის გარემოებები ნათესავებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარა.

შსს-ს მიერ ჩატარებული ექსჰუმაციისა და ექსპერტიზის შედეგად ცნობილია, რომ „სიკვდილის მიზეზი სუნთქვითი და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა, გვამს რაიმე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.

80 წლის ქალი, რომელიც მიმდინარე წლის 27 იანვარს გარდაიცვალა, შვილმა მეორე დღესვე მარტომ დაკრძალა. ეს ფაქტი ნათესავებს საეჭვოდ ეჩვენათ და სამართალდამცავ ორგანოს მიმართეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ქალის საფლავი ათ დღეში გახსნეს.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |