სამართალი
ნინოწმინდისა და კარწახის საბაჟოებზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადატანას ცდილობდნენ
ნინოწმინდისა და კარწახის საბაჟოებზე, ისევე, როგორც თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი

მედიკამენტების გადატანას ცდილობდნენ. საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა ბარგის გამო ავტომანქანის შემოწმება დაიწყეს. საქართველოს, სომხეთისა და ირანის მოქალაქეებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩნდათ. 

საბაჟო გამშვებ პუნქტებში დანაშაულის ფაქტები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით გამოავლინეს. 

საბაჟოს თანამშრომლების თქმით, ნარკოტიკული ნივთიერების 269 აბი, ფსიქოტროპული 864 კაფსულა და 565 სხვადასხვა სახის წამალი აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 263-ე მუხლით დაიწყო.
| Print |