სამართალი
დარღვევები, რომელზეც ყველაზე მეტი ჯარიმა დაიწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება გაიზარდა.

სააგენტო ,,ბიპიენის" ინფორმაციით, გასულ თვეში გამოვლენილი დარღვევები და მათზე რეაგირების სტატისტიკა ასეთია:

მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობა - +127%;
ღვედის გამოუყენებლობა - +106%;
სიჩქარის გადაჭარბება - +63%;
ავტომობილის მართვა უფლების გარეშე - +44%;
მოძრაობის წესის, განლაგების ან/და მანევრირების წესის დარღვევა - +36,5%;
უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - +5%.
უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა 4.5%-ით; გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა 22.6%-ით; დაშავებულთა რაოდენობა კი 10%-ით არის შემცირებული.
| Print |