სამართალი
დაგორებულმა ავტომობილმა ბავშვი იმსხვერპლა, მძღოლი ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალა
ჭიათურაში სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოშია მოათავსებული, - ამის შესახებ იუწყება სააგენტო ინტერპრესნიუსი. მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი, 83 წლის მამაკაცი, რომელიც ნერვიულობის შედეგად ცუდად გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |