სამართალი
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი სასამართლოში ჩივის

 

რეორგანიზაციის გამო, ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა - მაია მამულაშვილმა და ვეფხვია სამსონიძემ სასამართლოს მიმართეს.

 

ისინი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.

კომპლექსის ყოფილი თანამშრომლების უფლებებს სასამართლოში ადვოკატები - ირაკლი ბარძიმაძე და ეკა აბაშიძე დაიცავენ.

„ამ წუთებში შემაქვს სამოქალაქო სარჩელი. აღდგენას, კომპენსაციას და ყველაფერს ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის“
, - განუცხადა „მეცხრე არხს“ ირაკლი ბარძიმაძემ.

მაია მამულაშვილთან და ვეფხვია სამსონიძესთან ერთად, ჩივილს აპირებდა გამწვანების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ივანე გიქოშვილიც, თუმცა სასამართლოს აღარ მიმართა.

„გადავიფიქრე, რადგან სამსახური შემომთავაზეს და მდგომარეობა აღარ დავძაბე. დამირეკეს და ისევ მიმიწვიეს „ახალციხის ციხეზე“, ამ დღეებში ავალ, ცოტა ხანი შევხედავ, ვიქნები და მერე წამოვალ, სხვა სამსახურიც შემომთავაზეს, სადაც უკეთესი ხელფასი და დაფასება მექნება“, - გვითხრა ივანე გიქოშვილმა.

რეორგანიზაციის გამო, "ახალციხის ციხიდან" შვიდი თანამშრომელი ხუთ აპრილს გაათავისუფლეს.

 

| Print |