სამართალი
ახალქალქში ხანშიშესული მამაკაცი მინდორში გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ ბავრაში, 81 წლის ს.ბ. საკუთარ ყანაში გარდაცვლილი ნახეს. თანასოფლელების თქმით, 5 მაისს, დღის მანძილზე ხანშიშესული მამაკაცი სოფლის მიმდებარედ მიწის ნაკვეთს წმენდდა და შეგროვილ ნარჩენებს წვავდა.

„ფოთლები და ხმელი ბალახი მოაგროვა, ცეხლი წაუკიდა. სავარაუდოდ კვამლმა ცუდად გახადა და გაითიშა. სხეულზე დამწვრობები ჰქონდა, მაგრამ ისეთი არა, რომ სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო“, - უთხრა „მეცხრე არხს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მინდორში, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. შსს-ს თანამშომლებმა ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.
| Print |
თეგები: ბავრა /