ახალქალაქში ტრაქტორის ქურდობისთვის ორი პირი - 1993 წელს დაბადებული დ.ი. და 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქის რაიონის სოფელ მურჯახეთში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ეზოდან ტრაქტორის სათადარიგო ნაწილები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალქალაქში დააკავეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.