სამართალი
სუს-მა „უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორები გააფრთხილა

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსული ორგანიზაცია „უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორებს კანონით აკრძალული საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა.

 

როგორც სუს-ში აცხადებენ, მსგავსი გაფრთხილება ე.წ. უკვდავი პოლკის მსგავსად სხვა ორგანიზაციებსაც დაეგზავნათ.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უკვდავი პოლკის ინიციატივით, მსვლელობა თბილისში, ბათუმში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და გორში გაიმართება.

 

| Print |