სამართალი
ახალციხეში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა (ფოტო)
ახალციხე-ვალეს გზაზე, სოფელ სხვილისთან ავტოავარია მოხდა. „ფორდ ტრანზიტის“ სამარშრუტო ტაქსს  „მერსედესის“ მარკის მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს „ფორდის“ მძღოლმა და „მერსედესში“ მჯდომმა სამმა მგზავრმა.

ოთხივე დაშვებული კონტაქტურია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
| Print |
თეგები: ავარია /