სამართალი
ახალქალაქში მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში, ადგილობრივებმა მდინარეში 57 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. მოსახლეობამ ადგილზე პოლიცია გამოიძახა. გვამი წყლიდან 8 მაისს გამოიტანეს.

თანასოფლელების თქმით, 1962 წელს დაბადებულ ა.ა-ს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორ აღმოჩნდა ორი შვილის დედის ცხედარი მდინარეში, მეზობლები მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |
თეგები: ბეჟანო /