სამართალი
ახალციხის ტოტალიზატორში კაცი გარდაიცვალა
50 წლამდე ასაკის მამაკაცი, ახალციხის ტოტალიზატორში მოულოდნელად ცუდად გახდა და სკამიდან გადავარდა.

დიდიმამიშვილის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორთან მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კაცი გარდაცვლილი დახვდა.

„მოთამაშე კაცი არ იყო. ლარიანს ჩარიცხავდა და ონლაინ ნარდს თამაშობდა. ხშირად ნასვამი იყო, სახე სულ აწითლებულიჰქონდა. რამდენჯერმე გვითხრა ცუდად ვარო. მგონი, ინფარქტი იყო“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც გარდაცვლილს ტოტალიზატორში ხშირად ხდებოდა.

შემთხვევა 8 მაისს, დაახლოებით 19:30 სთ-თვის მოხდა. სიკვდილის მიზეზის დასადგენად, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |