სამართალი
პოლიცია 10 თვეა ვერ ადგენს, იძალადეს თუ არა ბაგა-ბაღში ბავშვებზე

 

2018 წლის ივლისში მომხდარ ფაქტებს შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველო ამ დრომდე სწავლობს.

 

უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ახალციხის #1 ბაგაში, აღმზრდელის მიერ ბავშვებზე შესაძლო ძალადობის დასადგენად, სოციალური მომსახურების სააგენტომ და შსს–მ საქმის შესწავლა 10 თვის წინ დაიწყო.

მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბაგის აღმზრდელს ბავშვებთან არასათანადო მოპყრობაში, მშობლები ადანაშაულებდნენ

აღმზრდელი სამსახურიდან მას შემდეგ წავიდა, რაც 3 წლის ბიჭი ბაგა–ბაღიდან სახლში დალურჯებული სხეულით დაბრუნდა.

 

| Print |