სამართალი
სამცხე-ჯავახეთში სამ თვეში 8 357 ვიდეოჯარიმა დაიწერა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ე.წ. "ჭკვიანმა კამერებმა" 8 357 დარღვევა დააფიქსირეს
ინფორმაცია "მეცხრე არხმა" ოფიციალურად გამოითხოვა.

საპასუხო წერილის მიხედვით, მძღოლები ყველაზე ხშირად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაჯარიმდნენ, რაც სატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. მათ შორისაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორ ადგილზე პარკირება, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და ა.შ.

 

| Print |