სამართალი
თვენახევარში უკანონოდ 35 კგ. თევზი დაიჭირეს
1 აპრილიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 24 ფაქტი გამოვლინდა მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 7 ფაქტი შეიცავდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 12 ფაქტია გამოვლენილი. ხოლო, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 10 ფაქტი დაფიქსირდა მდინარეებზე: მტკვარი, ფოცხოვი, ენგური, დებედა, ცხენისწალი, ყვირილა და ხრამი.

ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 34,40 კგ. შეადგინა. უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.


| Print |