სამართალი
ავარია, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

 

31 წლის გ.გ. მშობლიურ სოფელ მლაშეში 20 მაისს, გამთენიისას გადმოასვენეს.

 

ის ავტოავარიის შედეგად თბილისში, სოფელ ნორიოსთან გარდაიცვალა.

თანასოფლელები ამბობენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევა 18 მაისს მოხდა. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

„საკუთარ მანქანაში მარტო იყო, საჭესთან თავად იჯდა. დეტალები არ ვიცით. ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა ჰქონია“, - ამბობენ ადიგენის სოფელ მლაშეში. 

გ.გ. თბილისში მუშაობდა და ნაქირავებ ბინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

გარდაცვლილს მშობლიურ სოფელში ხუთშაბათს დაკრძალავენ. 

მომხდარზე გამოძიება ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციამ  სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

უწყების განმარტებით, იმის გამო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე არ გარდაცვლილა, გამოძიება ამ მუხლით დაწყო და შემდეგ გადაკვალიფიცირდება.

| Print |
თეგები: მლაშე / ავარია /