სამართალი
ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე ავარია მოხდა

 

ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ავარია მოხდა.

 

„ფორდის“ მარკის სამარშუტო ტაქსი „ოპელის“ მარკის მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ორივე სატრანსპორტო საშუალება.

ავარიის გამო, ცენტრალურ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეფერხდა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა. სამართალდამრღვევ მძღოლს ადმინისტრაციულ ჯარიმას გამოუწერენ. 


| Print |