სამართალი
ახალციხეში ბოლო ზარი ავარიით დასრულდა
ახალციხის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ, ავარიაში მოყვნენ.

ბორჯომთან ერთმანეთს "მერსედესისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთში სკოლის მოსწავლეები ისხდნენ.

"საჭესთან მე-11 კლასელი იჯდა. მეგობრები სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ და კურსდამთავრებულებს გაჰყვა ბორჯომში", - ამბობენ მოსწავლის ახლობლები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა მხოლოდ ავტომობილები. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.  შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამრღვევი მძღოლის გამოვლენის შემდეგ, ის ადმნისტრაციულად დაჯარიმდება.
| Print |
თეგები: ბოლო ზარი /