სამართალი
ბოლო ზარზე მე-12 კლასელმა იარაღიდან გაისროლა

 

ქალაქ ახალციხეში, სკოლის დამთავრების აღნიშვნისას, ერთ-ერთმა მეთორმეტე კლასელმა ბიჭმა იარაღიდან ჰაერში გაისროლა.

 

გასროლის ხმა მიმდებარე ტერიტორიაზე გაიგეს და პოლიციაში დარეკეს. შემთხვევა 20 მაისს, შუა დღით მოხდა.

სამართალდამცველებმა ავტომობილი, საიდანაც თამარაშვილის ქუჩაზე გასროლა მოხდა, მალევე გააჩერა. შსს-ში ამბობენ, რომ გასროლა მძღოლის გვერდით მჯდომმა 17 წლის ბიჭმა განახორციელა. პოლიციამ მანქანა გაჩხრიკა. ამოღებულია იარაღი, რომელსაც ბალისტიკური ექსპერტიზა უტარდება. უწყებაში ამბობენ, რომ მისი პასუხის შემდეგ გადაწყდება, რა მუხლით გაგრძელდება გამოძიება.

მანამდე კი საქმე სსკ-ის 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით აღიძრა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ჯგუფურად და არაერთგზის გულისხმობს. 

იარაღი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი არ არის, პნევმატურია

 

| Print |