სამართალი
ახალქალაქში ტრაილერი გადაბრუნდა (ფოტო)

 

ახალქალაქის შესასვლელთან ტრაილერია გადაბრუნებული. ავტომობილში ორი პირი იჯდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა.

 

მძღოლის თქმით, მოსახვევში საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და გადაბრუნდა. 

შსს-ში ამბობენ, რომ ტრაილერის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა.

| Print |
თეგები: ტრაილერი /