სამართალი
მარიკა ჩიტაშვილი უვადო მოსამართლედ დაინიშნა
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 32 მოსამართლე დანიშნა, აქედან 29 – უვადოდ.

29 მოსამართლეს შორის უვადოდ დაინიშნა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი.

დანარჩენ ვაკანსიებზე კი ხმათა საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა დააგროვა.

საერთო სასამართლოებში არსებულ 43 ვაკანსიაზე 72 განაცხადი იყო შეტანილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა დღეს, 23 მაისს გაიმართა.

მარიკა ჩიტაშვილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს უკვე მეორე უვადო მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მიმდინარე წლის თებერვალში თავმჯდომარე გია ბერაია უვადო მოსამართლედ დანიშნა.

მარიკა ჩიტაშვილ სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს მერვე წელია.

მისი პირადი ინფორმაცია, ასე გამოიყურება:

დაიბადა 1980 წლის 1 იანვარს, დაბა ქარელში;

განათლება:

1997 წელს დაამთავრა ქ. ახალციხის შ. რუსთაველის სახელობის №1 საშუალო სკოლა;

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი;

2010 -2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

სამუშაო გამოცდილება:

2003-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად;

სტაჟირების გავლის შემდეგ მუშაობდა ამავე პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ;

2004-2010 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე;

2012 წლის იანვრიდან იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2013 წლის (თებერვლიდან ივნისამდე) მივლინებული იყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში;

2013 წლის ივნისიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
| Print |