სამართალი
ახალქალაქში კიმ კუგოიანის დაკავებას აპროტესტებენ
ახალქალაქში, 24 მაისს დაკავებული, 27 წლის კიმ კუგოიანის დაკავებას აპროტესტებენ.

კუგოიანის ახლობების და მეგობრები, 60-მდე ადამიანი, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში შეიკრიბა და პოლიციის განყოფილებისკენ ფეხით მსვლელობა მოაწყა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ 27 წლის ახალგაზრდა უდანაშაულოდ დააკავეს, რის გამოც მათ ამ პროტესტით ახალგაზრდის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა სურთ.

წუხელ საღამოს, ადგილობრივები დაკავებული ახალგაზრდის სახლის ჩხრეკის დროს მასთან შეიკრიბნენ, რათა მოწმედ ყოფილიყვნენ . აქციის მონაწილეები სააგენტო www.jnews.ge - სთან აცხადებენ:

,,სახლი გაჩხრიკეს, ხელი მოგვაწერინეს, რომ სახლში ვერაფერი იპოვეს. 20 წუთის შემდეგ კი დაწერეს, რომ ნანახია იარაღი. გაუგებარია რა ხდება?" - ამბობს აქციის მონაწილე.

,,2017 წლის 7 დეკემბერს, უთხრეს, რომ 24 საათში დაეტოვებინა ქვეყანა, თორემ დაიჭერდნენ, მერე თითქოს ყველაფერი ჩაცწყნარდა. ახლა თავიდან დაიწყო ისევ" - ამატებენ მომიტინგეები.

,,რითი ვართ დაარწმუნებული, რომ იარაღის გარდა, მაგალითად ნარკოტიკსაც არ უპოვნიან და ბრალად ამასაც არ წაუყენებენ. ქურდების დაკავება თუ უნდათ, კარწახში წავიდნენ, მუდმივად იპარავენ საქონელს და ვერ აღკვეთეს, აქ კი ჩვენ ბიჭებს დასდევენ" - ამბობენ აქციაზე.

,,გააფრთხილეთ ახალგაზრდები, რომ საღამოს 7 საათის შემდეგ, არავინ გარისკოს და ქუჩაში არავინ გავიდეს. ხვალ შეიძლება მე დამიჭირონ. ყველას ეშინია რამის თქმა" - ამატებენ აქციის მონაწილეები.

2017 წლის 6 დეკემბერს, კიმ კუგოიანმა განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხეში წაიყვანეს, სადაც გააფრთხილეს, რომ თუ საქართველოს 48 საათში არ დატოვებს, მას დააკავებენ. მუდამ ჩიოდა, რომ ნებისმიერ დანაშაულზე მას დაკითხვაზე იბარებდნენ.

24 მაისს, საღამოს შსს-მ გაავრცელა განცხადება კიმ კუგოიანის დაკავების შესახებ.

| Print |