სამართალი
დაკავებულის დედა სამართალდამცველებს საქმის გაყალბებაში ედავება
24 მაისს, ახალქალაქში დაკავებული კიმ კუგოიანის დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართალდამცველები მის წინააღმდეგ საქმის ,,შეკერვას" ცდილობენ.

არაქსია პანგრატიანი ირწმუნება, რომ ჩხრეკის დროს სახლში არაფერი უნახავთ, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ იარაღი იპოვნეს.

დაკავებულის დედა WWW.JNEWS.GE -სთან ამტკიცებს, რომ მის შვილს სახლში არც იარაღი და არც მჭიდი არ ჰქონია.

ახალქალაქში საპროტესტო აქცია დაიშალა. რაიონული სამმართველოს უფროსთან, კიმ კუგოიანის მამისა და „ნაცინალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის მოთხოვნა კიმ კუგოიანის გათავისუფლება იყო.

დაახლოებით ნახევარ საათიანი შეხვედრის შემდეგ, მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ. დაკავებულ ახალგაზრადს აღკვეთის ღონისძება 27 მაისს უნდა შეეფარდოს. 

„კიმ კუგოიანი ითანამშრომლებს გამოძიებასთან. არ დატოვებს ქვეყანას და მაშინ მივა სამმართველოში, როცა გამოიძახებენ“, – განაცხადა სამმართველოს უფროსთან მოლაპარაკების შემდეგ, აშოტ რაისიანმა.

კიმ კუგოისნი, ამ დროისათვის, ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

გამოძიება მას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
| Print |