სამართალი
ავარიის შედეგად დაზარალებული თბილისში გადაჰყავთ
ადიგენში, სოფელ სმადასა და ბოლაჯურს შორის მომხდარი ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. 

მძღოლმა ი.მ-მ საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი გზიდან გადავიდა, რა დროსაც ამოტრიალდა.

მედიკოსთა განმარტებით, მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ი.მ. -ს აღენიშნება ყბის მოტეხილობა, ასევე დაზიანებები სახის არესა და ფეხებზე.

დაზარალებული გადაჰყავთ თბილისში.

შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მომხდარი ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
| Print |
თეგები: შსს / სმადა / ავარია /